მეცნიერების თქმით, შესაძლოა ჩვენ ვიყოთ უკანასკნელი თაობა, რომელიც ციცინათელებს იხილავს - რატომ ქრებიან მანათობელი მწერები

1 month ago 5

სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ნი ვთან­ხმდე­ბით, რომ ბავ­შვო­ბას­თან შე­და­რე­ბით, დღეს გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ ცი­ცი­ნა­თე­ლას ვხე­დავთ.

National Geographic-ის ცნო­ბით, ამ სა­კითხს მი­უ­ძღვნა თა­ვი­სი დი­სერ­ტა­ცია ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის მკვლე­ვარ­მა რა­ფა­ელ დე კოკ­მა. ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ კვლე­ვას სა­მეც­ნი­ე­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს, რად­გან ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის სა­ხე­ო­ბე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში მცირ­დე­ბა.

ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი მომ­ხიბ­ვლე­ლი მწე­რე­ბია, რომ­ლე­ბიც ზა­ფხუ­ლის ღა­მე­ებს თა­ვი­ან­თი ბი­ო­ლუ­მი­ნეს­ცენ­ტუ­რი კაშ­კა­შით ანა­თე­ბენ. ისი­ნი მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან Lampyridae-ს ოჯახს, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს 2000-ზე მეტ სა­ხე­ო­ბას, უმე­ტე­სო­ბა მათ­გა­ნი სი­ნათ­ლეს ას­ხი­ვებს.

ეს რბი­ლი სხე­უ­ლის მქო­ნე ხო­ჭო­ე­ბი ცნო­ბი­ლი რო­გორც ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი. ისი­ნი ძი­რი­თა­დად შე­ბინ­დე­ბი­სას, პარტნი­ო­რე­ბის მო­სა­ზი­დად ანა­თე­ბენ.

ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნებს ოდით­გან­ვე ხიბ­ლავ­დნენ. მათი არ­სე­ბო­ბა სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რა­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პი­რო­ბე­ბის სიმ­ბო­ლოდ აღიქ­მე­ბო­და.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს ჯა­დოს­ნუ­რი მწე­რე­ბი ჩვე­ნი ლან­დშაფ­ტე­ბი­დან სწრა­ფად ქრე­ბი­ან.
ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კვლე­ვე­ბი ცხად­ყოფს, რომ შე­საძ­ლოა ჩვენ ბოლო თა­ო­ბა ვი­ყოთ, რო­მე­ლიც მათ მო­მა­ჯა­დო­ე­ბელ ბრწყინ­ვა­ლე­ბას იხი­ლავს.

და­კარ­გუ­ლი ჰა­ბი­ტა­ტი: გაქ­რო­ბის პი­რას მი­სუ­ლი ჭა­ო­ბე­ბი და ტყე­ე­ბი
ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბი ხში­რად გვხვდე­ბა ზო­მი­ერ და ტრო­პი­კულ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში და ძი­რი­თა­დად ისეთ ნო­ტიო გა­რე­მო­ში ცხოვ­რო­ბენ, რო­გო­რი­ცაა ჭა­ო­ბე­ბი და ნეს­ტი­ა­ნი ტყე­ე­ბი. ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი მათი ლარ­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბებს უზ­რუნ­ველ­ყოფს. ისი­ნი სი­ცო­ცხლის დიდ ნა­წილს ნი­ა­დაგ­ში ან ფოთ­ლე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბის ქვეშ ატა­რე­ბენ.

ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ამ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბამ და ტყე­ე­ბის გა­ჩე­ხამ ჰა­ბი­ტა­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, რაც ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბას სულ უფრო არ­თუ­ლებს.

გარ­და ამი­სა, ცი­ცი­ნა­თე­ლებ­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ღა­მით, ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ნა­თე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი.
მწე­რებს შეჯ­ვა­რე­ბის­თვის მათი ბუ­ნებ­რი­ვი ბი­ო­ლუ­მი­ნეს­ცენ­ცია სჭირ­დე­ბათ, ხოლო ქუ­ჩის გა­ნა­თე­ბე­ბი, ბილ­ბორ­დე­ბი და სი­ნათ­ლის სხვა ხე­ლოვ­ნუ­რი წყა­რო­ე­ბი, ცი­ცი­ნა­თე­ლებს ერ­თმა­ნე­თის სი­ნათ­ლის და­ნახ­ვა­ში ხელს უშ­ლის და გამ­რავ­ლე­ბა ვერ ხდე­ბა.

კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რია პეს­ტი­ცი­დე­ბი, რო­მე­ლიც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ეს ქი­მი­კა­ტე­ბი არა მხო­ლოდ პირ­და­პირ კლავს ცი­ცი­ნა­თე­ლებს, არა­მედ ამ­ცი­რე­ბენ მათი საკ­ვე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ებს.

გარ­და ამი­სა, პეს­ტი­ცი­დებს შე­უძ­ლი­ათ წყლის მა­რა­გე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბა, რაც კი­დევ უფრო აზი­ა­ნებს მყი­ფე ეკო­სის­ტე­მებს.

წყარო:Ambebi.ge

სრულად წაკითხვა