მეუფე გრიგოლი: მართალი სიტყვის ჩახშობას ვერც საპყრობილე შეძლებს და ვერც ძალადობა

3 weeks ago 9

551

მართალი და გულწრფელი ადამიანის სიმართლეს ვერც ციხე შეზღუდავს და ვერც ძალადობა, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა ქადაგებაში, რომლის ტექსტიც ფოთისა და ხობის ეპარქიამ გაავრცელა.

სასულიერო პირმა ისაუბრა ილია მართლის მაგალითზე და აღნიშნა, რომ „მართალი სიტყვის ჩახშობას ვერ შეძლებს ვერც საპყრობილე, ვერც სიკვდილი, ვერც სხვა ძალადობრივი მეთოდი, რადგან თუ ადამიანი შინაგანად თავისუფალია და ღვთის სამართალს მიჰყვება, მისი ხმა ყოველთვის გაჟღერდება.“

დღესაც ღაღადებს ილია მართლის ყოველი სიტყვა, მისი ყოველი დარიგება. როგორც ვხედავთ, მართალი კაცის მართალ სიტყვას ვერაფერი ჩაახშობს, ვერც საპყრობილე, ვერც თავის მოკვეთა, ვერც დაფლვა, ვერაფერი შეზღუდავს მართალი სიტყვის გავრცელების საზღვრებს და ვერ დააკნინებს მის მნიშვნელობას; სიტყვას ვერ დაატყვევებ. თუ ადამიანი შინაგანად თავისუფალია, და თუ ის ჭეშმარიტად ღვთის სიყვარულით ნასაზრდოები, ღვთის სამართალს მიყვება, მას ვერ შეაშინებ და ვერ დაადუმებ, – თქვა სასულიერო პირმა ქადაგებაში. 

სრულად წაკითხვა