4 ოქტომბრის მოლოდინებთან, პასუხისმგებლობასთან და კონკრეტულ შეთანხმება-პირობებთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ახობაძე:
“მოკლედ…
კონკრეტულ პირობაზე მივიღეთ ბევრი კრიტიკა. ამას ველოდი…
ერთი მინდა ვთქვა და გამგებმა გაიგოს.
ამ ბრძოლაში ყველა ვართ ვა-ბანკს…
მეტი არ მინდა, პირობის დარღვევა გაბედოს ვინმემ…
მე და თორნიკე ვცდილობთ ის გამოვიდეს, რაც აქამდე არ გამოვიდა.
ხოდა…
გადამგდებებს მოვუ&&ნავ ყველაფერს.
დანდობა არ იქნება! ეს ის ბრძოლა არაა სადაც ვინმეს რამე გაუვა კიდე…
მეორე შანსის უფლება ყველას აქვს.
მესამე შანსი აღარ იქნება!
გადაგდების მპატიებლის დდშვც!” – აცხადებს გიორგი ახობაძე.
ინფორმაციისთვის: გიორგი ახობაძისა და თორნიკე რაზმაძის პოდკასტში ”ცხელი სკამი”, “ლელო – ძლიერი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის სტუმრობისას გიორგი ახობაძისთვის მისაღები იყო ირაკლი კუპრაძის პოზიცია “დილით არჩევნებში, საღამოს აქციაზე” და ასევე შეუთანხმდა, რომ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას და მხარს დაუჭერდა, ხოლო “ლელო” წაგების შემთხვევაში ოპოზიციაში განხეთქილებას არ გამოიწვევს, თითს სხვისკენ არ გაიშვერს…, რასაც მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა სოციალურ ქსელებში.