ხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიიდან საინტერესო ეპიზოდზე მოყვა, სადაც ლეო მესის ჟესტმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
"მესის მარჯვნივ ვიჯექი. ერთ მომენტში, სრულიად მოულოდნელად, ის ადგა. წესით, ყველას გვითხრეს, რომ შესვენებების დროს ადგილები არ დაგვეტოვებინა, მაგრამ ლეო პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა.
სწორედ მაშინ გავიფიქრე — რა ხდება? უცებ ხელი გამომიწოდა. იმდენად გამაოცა, რომ წამში წამოვდექი და ხელი ჩამოვართვი.
შემდეგ მსუბუქად თავი დამიკრა და ისევ თავის ადგილას დაბრუნდა. იმ დღიდან მის მიმართ უზარმაზარი პატივისცემა გამიჩნდა. წარმოიდგინეთ, ფეხბურთელი, როგორიც ის არის, ადგეს და შენთან მოვიდეს სალმისთვის... ეს მართლაც სიგიჟე იყო.
ის ფანტასტიკური ადამიანი და საოცარი პიროვნებაა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და ძალიან ვაფასებ.“
- იხსენებს პარიზელთა ქართველი ვარსკვლავი.