მემფისის ფინტის გამო - ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია ახალ წესს დანერგავს

4 weeks ago 13

31 წლის მემფის დეპაი 2024 წლიდან ბრაზილიის ჩემპიონატში, კერძოდ კი კორინთეანსის რიგებში თამაშობს, სადაც ნიდერლანდელმა შემტევმა დიდი სკანდალი გამოიწვია.

საქმე ისაა, რომ დეპაი ერთ-ერთი მატჩისას ბურთზე ზედ ორივე ფეხით შედგა და ფინტის გაკეთება სცადა, რამაც კორინთეანსსა და მეტოქე გუნდს შორის საბოლოოდ დიდი დაპირისპირება გამოიწვია.

ახლახანს ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია აღნიშნული ფინტის გაკეთებას შემდეგი წესის დანერგვით აკრძალავს:

თუ ფეხბურთელი ბურთზე ზედ ორივე ფეხით შედგება, მაშინ ის მსაჯისგან ყვითელ ბარათს მიიღებს. გარდა ამისა, ფინტის გამკეთებელი ფეხბურთელის გუნდი ბურთის ართმევით დაისჯება და კარიდან დარტყმა დაინიშნება.

- წერს ჟურნალისტი.

სრულად წაკითხვა