მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია თანახმაა უკრაინას 50 მილიონი დოლარის იარაღი მიჰყიდოს

1 week ago 10

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, რომელმაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა შეაჩერა, თანახმაა კიევს მიჰყიდოს სულ მცირე 50 მილიონი დოლარის იარაღი. ამის შესახებ გამოცემა Kyiv Post-მა 1 მაისს დაწერა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ 30 აპრილს კონგრესს აცნობა განზრახვა უკრაინას მიჰყიდოს 50 მილიონის(ან მეტი) ღირებულების სამხედრო დანიშნულების პროდუქცია.

კონგრესმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან შეტყობინება მიიღო იარაღის ექსპორტის კონტროლის კანონის საფუძველზე, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი უფლებამოსილია გააკონტროლოს სამხედრო დანიშნულების პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტ-იმპორტი.

Kyiv Post-ის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, უკრაინულმა მედიამ აშშ-ის კონგრესის საიტზე მოიძია დამადასტურებელი, 29 აპრილით დათარიღებული დოკუმენტი, რომლის ადრესატი კონგრესის ზედა პალატის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტია. ამ დოკუმენტს პირველმა ყურადღება მიაქცია უკრაინულმა გამოცემა Укрінформ-მა.

სრულად წაკითხვა