„Report“-ის ინფორმაციით, „Bloomberg“-ის სააგენტოს ჟურნალისტური აკრედიტაცია აზერბაიჯანში გაუქმდა.
მანამდე, იგივე ბედი ეწია „BBC News“-სა და „Sputnik“-ის წარმომადგენლობებს აზერბაიჯანში, ასევე, „ამერიკის ხმის“ რადიოს ჟურნალისტურ აკრედიტაციას.
2024 წლის 18 დეკემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის რამდენიმე მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მედია არ უნდა ფინანსდებოდეს უცხოეთიდან, თუნდაც 1%-ით.
„ჩვენ აშშ-ში მედიას არ ვაფინანსებთ. რატომ უნდა დააფინანსონ ისინი ჩვენი მედია?! საჭირო არ არის. ისინი, „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ მსგავსი რესურსებით, დღე და ღამე აზერბაიჯანის ხალხს და ქვეყანას შეურაცხყოფენ, ჩვენს გამარჯვებას სომხეთზე ჩრდილს აყენებენ“, – განაცხადა ალიევმა.