საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს 30 ივნისს ტვ “პირველზე” ინგა გრიგოლიას “რეაქციაში”:
“დღეს ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” პირველად გავა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც ბევრ ახალს გაიგებთ და ასევე დეტალურად ვყვები ჩვენი ბრძოლის ჩემს ხედვას. ენის მოუჩლექავად აღვწერ დიდ საფრთხეებს, ასევე აქაურ პოლიტიკაზეც ვსაუბრობ.
საქართველოში პოლიტიკური პროცესის მთავარი პრობლემაა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, ნაწილობრივ დაემსგავსა ქოცებს, ვინაიდან, როგორც ქოცებს, მათაც აკლიათ გულწრფელობა, გამჭვირვალობა და იყენებენ ორმაგ სტანდარტებს. ამით აიხსნება ერთი პერიოდი, სრულიად მიუღებელი აღტკინება სალომე ზურაბიშვილით, რომელიც თავიდანვე პრეზიდენტად დაასახელეს იმ აქტიური კამპანიის გამო, რომელიც მან ევროპაში ჩაატარა, საქართველოს ომში დადანაშაულებით და რომლის პრეზიდენტად თავსმოხვევა მოხდა ძალადობით (რასაც შეეწირა ია კერზაია), მოსყიდვით, გაყალბებით.
ასევე, დღეს ოპოზიციის ერთი ნაწილი რომ აცხადებს, რომ ერთიანობის ჩამშლელია ნაცმოძრაობა და ჩემი გამონათქვამები, ე.ი. მათ ერთიანობას ივანიშვილის ქისებთან, გილაურებთან და ზოგადად საბანკო ოლიგარქებთან, ყველა შეკვეთის შემსრულებელ ბოკერიებთან, თურმე მე ვუშლი ხელს და ამიტომ ვერ უტევენ უფრო მკვეთრად დიქტატურას (სხვათა შორის სიტყვა “დიქტატორის” გამოყენებასაც ვეღარ ბედავენ და ამიტომ მათ ისეთივე სურვილი აქვთ, როგორც ივანიშვილს და შეიძლება მეტიც კი, რომ გავჩუმდე.
მაგრამ მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ ბევრი მისმენს. მოკლედ უყურეთ ინგა გრიგოლიას! 😎” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

5 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·