"მდიდრად წარმოჩენას ცდილობს, სინამდვილეში კი.." - ცარუკიანი თოფურიას ფულზე ფიქრობს

2 weeks ago 12

სუპერმსუბუქი წონის სომეხმა კონტენდერმა, არმან ცარუკიანმა, მორიგი კომენტარი გააკეთა ილია თოფურიაზე. Sport24-თან ინტერვიუში ცარუკიანმა დეტალურად განიხილა ქართველი ჩემპიონის ფინანსური შესაძლებლობები, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს მოჰყვა — ფოტოზე,სადაც თოფურიასა და კერძო თვითმფრინავს ვხედავდით.

"ცდილობს, რომ ძალიან მდიდრად წარმოჩენას, თუმცა ვფიქრობ, სინამდვილეში ჩვეულებრივი ავიახაზებით მგზავრობს.

იმ რაოდენობის თანხას არ გამოიმუშავებს, რომ კერძო თვითმფრინავით ამერიკიდან ევროპაში, ან საქართველოში იფრინოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას 2-3 მილიონი დოლარი აქვს, ერთჯერადი მგზავრობა მხოლოდ 400-500 ათას დოლარამდე დაუჯდება,“

– ამბობს არმანი.

ცარუკიანისა და თოფურიას შორის დაპირისპირება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. სომეხი მებრძოლი ხშირად ახდენს ქართველის კრიტიკას როგორც მედიაში, ასევე სოციალურ ქსელებში, რითაც ორივე სპორტსმენის შესაძლო ორთაბრძოლაზე კიდევ უფრო მეტად იზრდება მოლოდინი.

სრულად წაკითხვა