მადრიდის რეალმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ლივერპულიდან ოფიციალურად დაიმატა, წარდგენა კი ინგლისელ ფეხბურთელს დღეს ჰქონდა.
აი, რა თქვა გამართულ პრესკონფერენციაზე არნოლდმა:
მახსოვს თუ როგორ თამაშობდა მადრიდის რეალში დევიდ ბექჰემი, რაც ჩემთვის განსაკუთრებული იყო. გარდა ამისა, კრიშტიანუსაც ვუყურებდი და ვნახე მისი წარდგენაც. იმ პერიოდში რონალდუ მსოფლიოში საუკეთესო იყო, ეს აზრი გონებაში ღრმად მქონდა ჩამჯდარი.
- თქვა არნოლდმა.
ცნობისთვის, ინგლისელი განაპირა მცველი მადრიდულ კარიერას 12-ნომრიანი მაისურით დაიწყებს.