მაშველებმა იპოვეს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი

3 months ago 21

მაშველებმა იპოვეს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი. ამის შესახებ დღეს, 15 მაისს დილით იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მისი ინფორმაციით, მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.

თბილისში, მდინარე მტკვარში ავტომობილი 14 მაისს გადავარდა. ავტომანქანაში მყოფი ოთხი ადამიანიდან ერთმა გადმოსვლა მოასწრო და მაშველების დახმარებით მდინარიდან ამოვიდა. ერთის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო ოპერაციაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართული არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

სრულად წაკითხვა