2
,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა ,,იმედზე” განაცხადა:
,,მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან სამშობლოსთვის თავდადებისა და ბრძოლისთვის. ამიტომ ნამდვილად, როგორც არაერთხელ გვითქვამს, უკვე ამ სიაში მოხვედრა ნამდვილი პატივია, იმის ფონზე, რომ არანაირი დასაბუთება არ აქვს მათი მხრიდან სიაში ამ ადამიანების შეყვანას.
არც დასაბუთებაზე აღარ ვლაპარაკობთ, ისეთი ფაქტობრივი ცდომილებები აქვთ, როდესაც მოსამართლეების სიაში ჰყავთ შეყვანილი ადამიანი, რომელიც არც მოსამართლეა და უკვე აღარანაირი კავშირი აღარ აქვს ამ ყველაფერთან, ასეთი ფაქტობრივი ცდომილებები ბევრია, თავად დასახელება არის დიდი ცდომილება – მე ეჭვი მეპარება და არ მჯერა, რომ ამერიკაში არ იციან მეგობრობა რას ნიშნავს, ამიტომ ეს დასახელება Megobari აქტი მხოლოდ და მხოლოდ პიარული შეფუთვაა, იმ მტრული და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული განწყობის, რაც ამ აქტში არის. რატომ ვამბობთ რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ეს აქტი მომართული, რადგან ის ასანქცირებს და უპირისპირდება ადამიანებს, რომლებიც ქართველი ხალხის არჩევანია.“