ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანისა და ფრანგული მოდის სახლის, Chanel-ის თანამშრომლობა გრძელდება. ახლახან გავრცელდა მაღალი ხარისხის ფოტო Chanel-ის კოსმეტიკური ხაზის ახალი კამპანიიდან.
ახალი სარეკლამო კამპანიიდან ფოტოებს უკვე შეხვდებით ევროპის ცნობილ სავაჭრო ცენტრებსა და ქუჩებზე. საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, ეს მატილდასა და შანელის მეორე თანამშრომლობაა. პირველი ბრენდის ერთ-ერთი ბესტსელერი სუნამოს – CHANCE-ის რეკლამა იყო, რომელშიც მატილდა 2024 წელს ვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ ქართველი მოდელი Chanel-ის პოდიუმის ერთ-ერთი აქტიური მოდელიცაა.

8 months ago
96







English (US) ·
Georgian (GE) ·