მარწყვის სეზონი მოდის – რა უნდა გაითვალისწინოთ ამ ხილის მოყვარებულებმა?

11 hours ago 4

მარწყვი არა მარტო უგემრიელესი, არამედ ძალზე სასარგებლო კენკრაც არის. მის სხვა ღირსებებზე რომ არაფერი ვთქვათ, ის ძალიან უხდება მეხსიერებას. მარწყვში შემავალი ვიტამინების სიუხვის გამო, მას „ხილის დედოფალს” უწოდებენ აზიურ ქვეყნებში. მარწყვი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, დაბლა წევს წნევას და იცავს გულს დაავადებებისგან.

მისი კიდევ ერთი კარგი თვისება ის არის, რომ არ შეიცავს ცხიმს, ნატრიუმს და არის ძალიან დაბალკალორიული. ეხლა კი ის 10 სასარგებლო თვისება, რის გამოც უნდა მიირთვათ რაც შეიძლება მეტი მარწყვი: 1. მასში შემავალი ნივთიერება ანტოციანინი ხელს უწყობს დაგროვილი ცხიმის წვას. ასე რომ ის საუკეთესო გასახდომი საშუალებაა 2. მარწყვი აუმჯობესებს მეხსიერებას. თუ მას მიირთმევთ რეგულარულად 8 კვირის მანძილზე შედეგს თვითონვე იგრძნობთ 3. არის დაბალკალორიული ხილი და შეიცავს დიდი ოდენობით ბოჭკოს 250 გრ მარწყვი არის მხოლოდ 54 კალორია 4. აქრობს ანთებით პროცესებს 5. ფლავანოიდი, ნივთიერება რომელიც განაპირობებს მარწყვის ფერსა და გემოს, ხელს უშლის გულის დაავადებების განვითარებას

6. მარწყვში დიდი ოდენობითაა კალიუმი, ვიტამინი K და მაგნიუმი, რაც აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობისთვის 7. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ორგანიზმიდან გამოდევნიან თავისუფალ რადიკალებს, რაც ხელს უშლის კიბოს განვითარებას 8. კარგია სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერების ცვლისთვის 9. მასში შემავალი ისეთი ელემენტი კი, როგორიცაა ბიოტინი აჯანსაღებს თმას და ფრჩხილებს, უნარჩუნებს კანს ელასტიურობას და ხელს უშლის დაბერებას 10. და ბოლოს, მარწყვი ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას.

მეცნიერთა აზრით, მარწყვში შემავალი ნივთიერებები შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდაც კი იქნეს გამოყენებული. კალიფორნიელ მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ მარწყვი შეიცავს მძლავრ ანტიოქსიდანტს, რომელიც ტვინის მუშაობას აძლიერებს. ეს ანტიოქსიდანტი ბუნებრივი ნივთიერება ფიზეტინია (რთული გლიკოზიდი), რომელიც უჯრედებს დეგენერაციისგან იცავს.

მკვლევრებმა ექსპერიმენტი თაგვებზე ჩაატარეს. მღრღნელებს გარკვეული ხნის განმავლობაში უნდა შეესწავლათ ორი ობიექტი. აღმოჩნდა, რომ თაგვები, რომლებსაც ფიზეტინს აძლევდნენ, საგანს უკეთ სწავლობდნენ. ექსპერიმენტის შედეგები საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ფიზეტინს გამოიყენებენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც ნერვული უჯრედების კვდომა ახასიათებს (ერთ-ერთი მათგანია ალცჰაიმერის დაავადება), მაგრამ ამ უნიკალური ნივთიერებების ყველა თავისებურების შესასწავლად დამატებითი გამოკვლევაა საჭირო.

არსებობს პრობლემაც, თუმცა მეცნიერები მისი მოგვარების იმედს არ კარგავენ: ფიზეტინმა სასარგებლო თვისებები მთელი სისრულით რომ გამოავლინოს, დღეში 5 კილოგრამამდე მარწყვი უნდა მივირთვათ, ამან კი შესაძლოა ძლიერი ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ფიზეტინს, გარდა მარწყვისა, შეიცავს ყურძენი, პომიდორი, ხახვი, ფორთოხალი, ვაშლი, ატამი, ყურძენი, კივი და ხურმაც. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ყველა ამ ხილსა თუ ბოსტნეულს შეუძლია კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინოს ადამიანის მეხსიერებაზე.

უხსოვარი დროიდან ცნობილია, რომ ტვინის დაბერებას ანელებს ხენდრო. ის გავლენას ახდენს თავის ტვინის ქსოვილებში დოფამინის შემცველობაზე, დოფამინის დონეზე კი უშუალოდ არის დამოკიდებული მეხსიერება, სწავლის უნარი და ყურადღება. მარწყვის მეორე სახეობა, ვიქტორია, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, უხდება გულ-სისხლძაღვთა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, მათ შორის – კუჭის წყლულს, ქოლეცისტიტს, პანკრეატიტს, ასევე – ნაწლავურ ინფექციებს, თირკმლისა და შარდგამომყოფი სისტემის დაავადებებს. 100 გრამი ვიქტორია შეიცავს ვიტამინების სადღეღამისო ნორმას. გარდა ამისა, დიეტურია – 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება სულ 34 კილოკალორიაა.

სრულად წაკითხვა