მარტვილში, მდინარეში ჩავარდნილი ბავშვი რამდენიმე საათში უვნებელი იპოვეს

1 month ago 16

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწთან, სადაც მდინარე ცხენისწყალი ჩაედინება, 6 წლის მოზარდს რამდენიმე საათს ეძებდნენ.

ინფორმაცია თავდაპირველად “თაიმერმა” გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ მოზარდს ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა.

სამძებრო-სამაშველო პროცესში ჩართული იყვნენ ადგილობრივები და მაშველები. ბავშვმა მდინარის დინებასთან გამკლავება და ნაპირზე გამოსვლა შეძლო: ის შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, ნაპირზე გამორიყული იპოვეს და შინ დააბრუნეს.

სრულად წაკითხვა