გუშინ ჩემპიონთა ლიგა ბარსელონამ გამარჯვებით დაიწყო. ჰანსი ფლიკის გუნდი ნიუკასლში ჩავიდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 1:2 დაამარცხა.
ბარსას მხრიდან ორივე გოლი მარკუს რაშფორდმა გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
როგორც შემდეგში დაიწერა, ინგლისელი ფეხბურთელი ბარსელონას ისტორიაში შევიდა. რაშფორდი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ბლაუგრანას მაისურით ჩემპიონთა ლიგის გასვლით სადებიუტო შეხვედრაში ორი გოლის გატანა მოახერხა.