1998–2004 საქართველოს განათლების მინისტრის, გერმანიაში მცხოვრებ პროფესორ ალექსანდრე კარტოზიას დანიშვნას საქართველოს ელჩად გერმანიაში, განსაკუთრებით პოზიტიური, ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია:
“მართლა გულით გამეხარდა ალეკო კარტოზიას დანიშვნა გერმანიაში ელჩად.
სწორი და გონივრული გადაწყვეტილებაა!👏👏👏
ალეკოს არასოდეს არაფერი შეეშლება არც სამშობლოსთან და არც გერმანიასთან, სადაც მთელი შეგნებული ცხოვრება გაატარა და ღირსებით ატარა ქართველობა!
დამიჯერეთ! ბავშვობიდან ვიცნობ და მასზე წესიერი ადამიანი არ შემხვედრია♥️♥️♥️♥️♥️“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.