მანჩესტერ სიტი ფლორიან ვირტსისთვის აღარ იბრძოლებს

2 months ago 9

ახლახანს Daily Mail-მა დაწერა, რომ მანჩესტერ სიტი ბაიერ ლევერკუზენიდან ფლორიან ვირტსის შეძენას აღარ შეეცდება.

მიუხედავად იმისა, რომ პეპ გვარდიოლა კევინ დე ბრუინის ჩამნაცვლებელს ეძებს და ვირტსი ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატი იყო, კლუბს მიაჩნია, რომ ლევერკუზენი ფეხბურთელში ძალიან დიდ თანხას ითხოვს.

ამდენად, ამ მომენტისთვის ვირტსისთვის გამორჩეულად მიუნხენის ბაიერნი და მადრიდის რეალი იბრძვიან.

Transfermarkt-ზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, გერმანელი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 140 მილიონი ევროა.

სრულად წაკითხვა