„მანქანისკენ მიდიოდა, როდესაც 5-მდე ძაღლი დაესხა თავს…“ – რა ყვება ბათუმში დაკბენილი ბავშვის მშობელი?

1 month ago 2

ბათუმში, 5-მდე ძაღლი ბავშვი თავს დაესხა და დაკბინა.  ინფორმაციას ადგილობრივი მედია, TV25-ი ავრცელებს.

შემთხვევა გუშინ საღამოს, თამარის დასახლებაში მოხდა.

მშობელი ჰყვება, რომ ბავშვი მასთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა. მაღაზიიდან გამოსვლის შემდგომ კი მოზარდი მანქანისკენ წავიდა, რა დროსაც მას თავს 5 ძაღლი დაესხა და დაკბინა.

მოზარდს ნაკბენები სახის არესა და ფეხზე აღენიშნება.

„რატომ ვერ უნდა შევძლოთ მშვიდად გასეირნება ჩვენი ქალაქის ქუჩებში? გახსენით თავშესაფარი და წაიყვანეთ ეს ძაღლები იქ“, – ამბობს მოზარდის მშობელი.

სრულად წაკითხვა