ლას-ვეგასში გამართულ სანახაობრივ საღამოზე, UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) მოქმედმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი დომინანტობა. ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი კორი სენდჰეგენი სამსაჯო ბრიგადის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.
დვალიშვილის სტაბილური გამოსვლა და დაუღალავი ტემპი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რატომ მიიჩნევა ის დღეს სუპერმსუბუქ დივიზიონში ნომერ პირველ ძალად.
ბრძოლას აქტიურად გამოეხმაურნენ MMA-ს სამყაროს წამყვანი ფიგურები. მათ შორის იყო ყოფილი ორგზის ჩემპიონი ჰენრი სეხუდო, რომელმაც სოციალურ ქსელში მერაბის მიმართ პატივისცემა ასე გამოხატა:
“მამიკო მერაბმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რატომ არის ამ წონაში საუკეთესო. მისი ენერგია, სტრატეგია და შეუპოვრობა ყველასთვის მაგალითია.”