მაკრონმა „არასაკმარისი“ უწოდა პუტინის შეთავაზებას უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ

19 hours ago 4

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პუტინის შეთავაზებას, მოსკოვსა და კიევს შორის სტამბოლის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესახებ, „პირველ ნაბიჯი, მაგრამ არასაკმარისი“ უწოდა.

„უპირობო ცეცხლის შეწყვეტას არ უნდა უძღოდეს წინ მოლაპარაკებები.“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს პოლონეთის ქალაქ პჟემისლში კიევიდან საფრანგეთში დაბრუნებისას. - "პუტინი ეძებს გამოსავალს, მაგრამ სურს დროის მოგება“, - დასძინა მაკრონმა.

10 მაისს ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა „მსურველთა კოალიციის“ სამიტზე კიევში, სადაც ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად მოსკოვისგან 12 მაისიდან 30 დღით უპირობო და სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა მოითხოვეს.

„მსურველთა კოალიცია“, რომლის შეხვედრაც უკრაინის დედაქალაქში 10 მაისს გაიმართა, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების არაფორმალური გაერთიანებაა, რომლის წევრი სახელმწიფოებიც მზად არიან გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, განსაკუთრებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარებითა და უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის მიმართულებით.

სრულად წაკითხვა