მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

1 week ago 10
Georgian Dream FM Maka Botchorishvili and her Belarusian counterpart

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, სადაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას ესწრება, ბელარუს კოლეგას, მაქსიმ რიჟენკოვს შეხვდა და „ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზები“ განიხილა, იტყობინება ბელარუსის სააგენტო „ბელტა“ 25 სექტემბერს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

„მხარეებმა განიხილეს ურთიერთქმედება ვაჭრობის, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ, კულტურისა და სხვა სფეროებში“, – წერს საინფორმაციო სააგენტო.

ამავე ინფორმაციით, რიჟენკოვმა „ქართულ მხარეს წარმატება უსურვა მომავალ ადგილობრივ არჩევნებში“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა