თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილმა პოლიციელზე თავდასხმით ბრალდებით დაკავებული 21 წლის მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა. მან გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე.
ამასთან გადაისინჯა, დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. სასამართლოში ჩვენება ორმა მოწმემ მისცა ექიმმა და ექსპერტმა მისცეს..
მათე დევიძის ადვოკატები გირაოს ითხოვდნენ. აღკვეთის გადასინჯვის მიზეზი მორიგი სხდომის თარიღი გახდა, რომელიც 24 მარტს დაინიშნა. ამ მომენტისთვის აღკვეთის გადასინჯვის ორთვიანი ვადა გასული იქნებოდა.
ვინ არის მათე დევიძე
მათე დევიძეს 21 წელი საპატიმროში შეუსრულდა. იგი 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს - არჩევნების შედეგების - რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს - წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
ბრალდების მტკიცებით, მათე დევიძე სამართალდამცავებს 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“. მათე დევიძის პოზიციაა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია.
მისი საქმის არსებითი განხილვა 30 იანვარს დაიწყო. საქმეს განიხილავენ მოსამართლეები ნინო გალუსტაშვილი და ჯვებე ნაჭყებია.
მასალა განახლდება