"მათგან იგრძნობოდა, რომ.." - რა თქვა პარიზელებზე მატჩის შემდეგ ლიონელ მესიმ

1 month ago 2

გუშინ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ლიონელ მესის ინტერ მაიამის დიდი ანგარიშით, 4:0 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მატჩის შემდეგ ამერიკული კლუბის ფეხბურთელმა და მსოფლიო ლეგენდამ, ლეო მესიმ პარიზელ ფეხბურთელებს დადებითი შეფასება გაუკეთა:

პსჟ-ის ბევრ ფეხბურთელთან, რომლებიც ჩემ დროსაც თამაშობდნენ იქ, კარგი ურთიერთობა მაქვს. რაც შეეხება ახლებს, მართალია, რომ მათთან ბევრი მოგონება არ მაკავშირებს, თუმცა ყოველთვის იგრძნობოდა ურთიერთპატივისცემა და მე მადლიერი ვარ იმისთვის, თუ როგორ მეპყრობოდნენ დღეს ისინი მოედანზე.

- თქვა მესიმ.

სხვათა შორის, შეხვედრის შემდეგ მესიზე კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიამაც გააკეთა, რომელმაც დაწერა, რომ ლეოსთან მოედნის გაზიარება მისთვის დიდი პატივი იყო.

სრულად წაკითხვა