"მათ ნეხვი გვაჭამეს და.." - როგორ დაამშვიდა ინტერის მწვრთნელმა ფეხბურთელები ფინალის შემდეგ

1 month ago 11

ჩემპიონთა ლიგის ფინალში დიდი ანგარიშით დამარცხების შემდეგ, სიმონე ინძაგიმ ინტერის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და სამუშაოდ საუდის არაბეთში წავიდა.

მისი პოსტი ინტერში კრისტიან კივუმ ჩაიბარა, რომელმაც ჟურნალისტებთან ახსნა თუ როგორ დაამშვიდა ფეხბურთელები ფინალში გაცამტვერების შემდეგ:

ყველას ვურჩიე, რომ გაზეთები არ წაეკითხათ და დამიჯერეს კიდეც. ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით უსიამოვნო მომენტებს, თუმცა მათი დავიწყება შევძელით.


ხანდახან ცოტა განავლის ჭამა გიწევს, რაც ფინალში მოგვივიდა, რათა შემდეგ სარკეში ჩაიხედო და აღიარო, რომ ეს საჭირო იყო.

- თქვა კივუმ.

სრულად წაკითხვა