"მათ გუნდს გაუმართლა, ვერაფრით გვაჯობს" - სალაჰი პარიზთან წაგებას ვერ ივიწყებს

7 hours ago 2

უკვე საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალიდან ლივერპული გამოაგდო, თუმცა ეს თემა ჯერ კიდევ არ დავიწყებია მოჰამედ სალაჰს, რომელსაც მიაჩნია, რომ პარიზი ორმატჩიან დაპირისპირებაში უკეთესი არ ყოფილა.

პარიზში თამაშისას ალისონს ძალიან კარგი თამაში ჰქონდა და რამდენჯერმე გადაგვარჩინა კიდეც, თუმცა ენფილდზე ყველაფერი თანაბარი იყო და ვერ ვიტყვი, რომ პარი სენ-ჟერმენმა რომელიმე კომპონენტში გვაჯობა.


მათ გაუმართლათ, რადგან სწორედ მაშინ შეგვხვდნენ, როდესაც ჩავარდნა გვქონდა, არადა მთელი სეზონია სტაბილურად მივდივართ.

- თქვა სალაჰმა.

სალაჰმა პარიზში მოგებულ შეხვედრაში 6.7 რეიტინგი მიიღო, ენფილდზე თანაბარ მატჩში კი 7.0 ქულა. ეგვიპტელს პლეიოფში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შეუსრულებია.

სრულად წაკითხვა