ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ მადრიდის რეალი ახალი სეზონისთვის იტალიური კომოდან ნიკო პასს არ წამოიყვანს.
იმის გამო, რომ ახალი სეზონიდან სამეფო კლუბი ინვესტიციას ფრანკო მასტანტუნოში დებს, ნიკო პასი ერთ სეზონს ისევ კომოში გაატარებს.
თუ რეალი ნიკოს გამოსყიდვას 2026 წელს გადაწყვეტს, მაშინ კლუბს 9 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, 2027-ში კი 10 მილიონის.
20 წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა გასული სეზონის სერია A-ში 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.