დიმიტრი (დიტო) სამხარაძე თანაპარტიელებს და მხარდამჭერებს 1 ოქტომბერს ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლას ულოცავს და პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე საუბრობს:
“ქართული ოცნების” ჯარისკაცებო, ნამდვილებო, უღალატო პატრიოტებო, გილოცავთ ბრძოლაში გამარჯვების 13 წლის იუბილეს. ბრძოლაში, რომელშიც გადარჩა საქართველო, ჩვენი მომავალი თაობები, ქართული ეკლესია და მოვიპოვეთ მშვიდობა!
პირველი ოქტომბერი, ჩვენი გამარჯვების და ნაცების გაფარჩაკების დღე!
მადლობა ერისკაცს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და ყველა ღირსეულ მოქალაქეს, რომელიც სისხლიანი ნაცების რეჟიმის წინააღმდეგ, უშიშრად იბრძოდა! წინ მრავალი გამარჯვებები გველის! საქართველო ჩვენ ვართ და არცერთ გადამთიელს არ დავუთმობთ👊🏻 ‼️
კიდევ ერთხელ, გილოცავთ 1 ოქტომბრის გამარჯვებას!
ჩვენთან არს ღმერთი🙏🏻“, – წერს ფეიბუქის პირად გვერდზე დიტო სამხარაძე.