"ლუსოს თურქმა გულშემატკივარმა მუშტი დამარტყა" - 16 წლის ქართველი ფეხბურთელი

2 weeks ago 14

16 წლის ქართველი ფეხბურთელი ანანო წიქარიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომელსაც თან ტექსტს ურთავს, რომლის მიხედვითაც, მატჩის დროს მოედანზე მოწინააღმდეგე გუნდის თურქი გულშემატკივრები შემოვარდნენ და მას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"ყველამ იცით მე ვინც ვარ ვინც არ იცით ვარ 16 წლის ფეხბურთელი. საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთში" ვთამაშობ და დღეს გვქონდა თამაში დიდი დიღმის ფედერაციიის სტადიონზე "ნიკე ლუსოსთან", თამაშის დამთავრებისას მოხდა ინციდენტი ფეხბურთელებს შორის, რომელშიც მე პირადად არ ვიღებდი მონაწილეობას.

ამ დროს ტრიბუნიდან ყოველგვარი წინაააღმდეგობის გარეშე შემოვარდნენ "ლუსოს" თურქი გულშემატკივრები, რომლებიც ჩაერთნენ ჩხუბში, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა "კაცმა" შემომატრიალა უცებ და სახეში დამარტყა მუშტი. ვის ევალებოდა ჩვენი დაცვა???? ეს შეიძლება რომ მაყურებელმა ფეხბურთელს და მითუმეტეს არასრულწლოვანს თან ვაკონკრეტებ ქაააალლლლსსს ზიანი მიაყენოს ????????? ეს აარის ყოვლად გაუგონარი ფაქტი, მე უკვე ვეღარ ვგრძნობ უსაფრთხოდ თავს და არარსებობს გარანტია ჩვენი უსაფრთხოების.

ამ ფაქტის ასე დატოვება არ შეიძლება და ძალიან გთხოვთ ვისაც ეს ევალება გაატაროს შესაბამისი ღონისძიება რომ მსგავსი შემთხვევა აღარ დაფიქსირდეს!!!!!!!!ვურთავ ხილვადობისთვის სურათს"

სრულად წაკითხვა