26 წლის უკრაინელმა მეკარემ, ანდრეი ლუნინმა, გადაწყვიტა, რომ კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. როგორც ესპანური გამოცემა „მარკა“ იუწყება, მან ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.
ლუნინი ბოლო სეზონებში ტიბო კურტუას დუბლიორია და სათადარიგოთა სკამზე ყოფნით უკმაყოფილოა. თუმცა, მიუხედავად არსებული ვითარებისა, იგი მზადაა დარჩეს გუნდში, თუ არ მიიღებს შეთავაზებას ისეთი ტოპ-კლუბისგან, რომელიც ძირითად შემადგენლობაში თამაშს დაჰპირდება.
ლუნინის გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ იგი მზად არის კონკურენციისთვის და „სამეფო კლუბის“ რიგებში დარჩენისთვის.