საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ლუკა ხარატიშვილმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაზე კომენტარი გააკეთა.
გუნდი ჯერ სრულად არ შეკრებილა, რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია. 4 ივნისს სრული შემადგენლობით ვიქნებით და ევროპის ჩემპიონატამდე რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ.
ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ – წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება და შევეცდებით, ჩვენი ქვეყანა გავახაროთ.
- ამბობს ლუკა ხარატიშვილი.
ცნობისთვის, ახალგაზრდული ნაკრები პირველ მოსამზადებელს 4 ივნისს გამართავს, მეტოქე კი რუმინეთი იქნება.