ლუკა ზიდანმა შემოთავაზება ალჟირის ნაკრებიდან მიიღო

2 weeks ago 15

ლეგენდარული ზინედინ ზიდანის შვილმა, ლუკა ზიდანმა სანაკრებო დონეზე შემოთავაზება ალჟირიდან მიიღო მიუხედავად იმისა, რომ ლუკას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში არაერთი თამაში აქვს ჩატარებული.

მეტიც, ლუკა ზიდანი საფრანგეთის 17-წლამდე ნაკრებთან ერთად 2015 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, ასაკობრივ დონეზე კი საფრანგეთში ლუკა ზიდანს 30-ჯერ უთამაშია.

როგორც წერენ, ზიდანი ალჟირის წინადადებას მიიღებს, სადაც მას პირველ მეკარედ ეპატიჟებიან, საფრანგეთში კი ლუკას გამოძახება ჯერ ძალიან შორია.

სრულად წაკითხვა