ლუის ენრიკემ ხვიჩა კვლავ შეაქო – რა თქვა ჩემპიონობის შემდეგ პსჟ-ს მწვრთნელმა კვარაცხელიაზე ?

1 month ago 15

საფრანგეთის ცემპიონობის შემდეგ ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ანჟერთან მატჩი შეაფასა და კიდევ ერთხელ მოუწონა კვარაცხელიას დაცვაში თამაში.

„ჩვენ ვნახეთ კვარაცხელია, რომელმაც დღეს დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშა. ასევე, ვხედავთ მთელ გუნდს, რომელიც გუნდურად დაცვასა თუ შეტევაში ერთიანობას ავლენს. ჩვენი სურვილია 11 ფეხბურთელით თავს ვიცავდეთ და შეტევაშიც 11 ფეხბურთელი მონაწილეობდეს”. – განაცხადა ენრიკემ.

ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგიდან ორში ჩემპიონობა იზეიმა. აქამდე ეს არცერთ სხვა ქართველ ფეხბურთელს არ გაუკეთებია.

Post Views: 2

სრულად წაკითხვა