ლუის ენრიკემ არსენალთან გასამართ საპასუხო მატჩამდე კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

3 days ago 15

ლუის ენრიკემ არსენალთან გასამართ საპასუხო მატჩამდე კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და პრესკონფერენციაზე ქართველი ვარსკვლავი შეაქო.

“კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ამის მიუხედავად, უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს, ისეთი, რომლის პოვნაც თავდამსხმელში საკმაოდ რთულია.

რთულია, როდესაც ფეხბურთელი ქვეყნებს იცვლი, მისთვის ადაპტაცია რთული იყო, მაგრამ ის ამ პროცესის დროს საკმაოდ გახსნილი და გონიერი აღმოჩნდა. ახლა კი ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც ყველა თამაშში სხვებთან შედარებით მეტს, ან ცოტას თამაშობს.

ის თავის ხარისხს აჩვენებს. რა თქმა უნდა, მისი პერფორმანსით ძალიან კმაყოფილი ვარ.

ზოგჯერ, სხვადასხვა გუნდების წინააღმდეგ განსხვავებულ თამაშს აჩვენებს, მაგრამ ეს ლოგიკურია, რადგან გუნდში კონკურენტუნარიანი გარემოა. მომწონს, როგორც თამაშობს ბურთთან პირველი მიღების დროს. ის გუნდში საკმაოდ სწრაფად ადაპტირდა. ძალიან მადლობელი ვარ, რომ ის ახლა ჩვენთანაა.” – ამბობს ენრიკე.

წყარო : Crystalsport.ge

Post Views: 2

სრულად წაკითხვა