მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკემ პარი სენ-ჟერმენს ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოუტანა და გუნდი უდიდეს ძალად აქცია, მაინც წერენ მის შესაძლო წასვლაზე.
კერძოდ, ეს Diario Sport-მა გააკეთა, რომლის თქმითაც ენრიკეს სურვილი აქვს, რომ უახლოეს მომავალში პსჟ დატოვოს და თავისი ყოფილი კლუბი, ბარსელონა ჩაიბაროს.
ესპანური გამოცემის თქმით, ენრიკეს ბარსელონაში ცხოვრება ენატრება, გადაწყვეტილების მისაღებად კი 2026 წლის ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დაელოდება.
ცნობისთვის, ლუის ენრიკეს პარი სენ-ჟერმენთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს.