ლოს-ანჯელესში 47 წლის საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის 3 ქართველი დააკავეს

3 months ago 9

1

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 ქართველი დააკავეს.

პოლიციელები ალექსანდრე მოდებაძის სახლში შაბათს, დღის პირველ საათამდე, გამოძახებაზე მივიდნენ, სადაც ის თავის ტრავმით იპოვეს, მოდებაძე ადგილზე გარდაცვლილად გამოცხადდა.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დეტექტივებმა მოგვიანებით დაადგინეს, რომ თავდამსხმელები მოდებაძის სახლში შევიდნენ, თავს დაესხნენ, ტყვედ აიყვანეს და მისი ქონება მოიპარეს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილები: 38 წლის პაატა კოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა ოთარაშვილი და 52 წლის ბესიკი ხუციშვილი შაბათს, გვიან ღამით დააკავეს.

ციხის ჩანაწერების თანახმად ისინი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და 2 მილიონი დოლარის გირაო შეუფარდეს.

სრულად წაკითხვა