ლონდონში ცოცხალი თავით არ მიდის - რა ბედი ელის ნიკოლას ჯექსონის ტრანსფერს

1 month ago 11

დღეს ყველა ელოდა, რომ ნიკოლას ჯექსონი მიუნხენში ჩაფრინდებოდა და ბაიერნთან იჯარაზე ხელს მოაწერდა, მაგრამ ჩელსის მოულოდნელმა ზარმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ინგლისურმა კლუბმა ჯექსონის შენარჩუნება ლიამ დელაპის დაშავების შემდეგ გადაწყვიტა მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონს უკან დაბრუნება არაფრის დიდებით არ სურს.

როგორც წერენ, კერძო თვითმფრინავი არავის დაუჯავშნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯექსონი ლონდონში დღესვე არ გაფრინდება.

ამ მომენტისთვის ბაიერნის და ჩელსის წარმომადგენლები კონტაქტზე რჩებიან და ცდილობენ, რომ საუკეთესო გამოსავალი მონახონ.

მაქს ებერლის თქმით, სიტუაციის შეცვლა რთული იქნება და წესით, ჯექსონს უკან მოუწევს გაბრუნება, თუმცა თავად ფეხბურთელი ამის კატეგორიული წინააღმდეგია.

სრულად წაკითხვა