ლონდონის ჩელსიმ ბრაიტონიდან ჟოაო პედრო დაიმატა

1 month ago 2

ლონდონის ჩელსი ფეხბურთელების სიმრავლით არ წუხდება და ახალი სეზონისთვის ტრანსფერების გაკეთებას აქტიურად აგრძელებს.

ამჯერად ლონდონელებმა ბრაიტონიდან ჟოაო პედრო დაიმატეს, რომლისთვისაც ჩელსი 'თოლიებს' 50 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდიან.

როგორც დაიწერა, პედრომ ჩელსისთან ხელშეკრულება 2032 წლამდე გააფორმა, სამედიცინო შემოწმებას კი ფეხბურთელი დღეს გაივლის.

ცნობისთვის, 23 წლის ბრაზილიელმა შემტევმა გასული სეზონის პრემიერ ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სრულად წაკითხვა