ლონდონის ჩელსი მენიოს ტრანსფერს არ ეშვება და იანვარში მიუბრუნდება

1 week ago 13

ლონდონის „ჩელსი“ კვლავ ინტერესს იჩენს „მილანისა“ და საფრანგეთის ნაკრების მეკარის, მაიკ მეინოს მიმართ. Daily Express-ის ინფორმაციით, „არისტოკრატებმა“ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რობერტ სანჩესი „მანჩესტერთან“ მატჩში წითელი ბარათით გააძევეს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონური კლუბი ცდილობს იანვარში შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა მენიოს კონტრაქტი „მილანთან“ 2026 წელს იწურება და დიდი შანსია, რომ ფეხბურთელი „ჩელსის“ მომავალში უფასოდ შეუერთდეს.

შეგახსენებთ, მენიო „მილანში“ 2021 წლიდან თამაშობს და მის გადაბირებას „ჩელსი“ ზაფხულშიც ცდილობდა, თუმცა იტალიურმა კლუბმა გარიგებას ხელი არ მოაწერა.

სრულად წაკითხვა