რუსეთისგან მომდინარე საფრთხის ფონზე დიდი ბრიტანეთ 20 წლის წინანდელი საიდუმლო გეგმის განახლებას აპირებს, რაც თავდასხმისა და ომის გამოცხადების შემთხვევაში მოქმედებებს ითვალისწინებს, ინფორმაცია გაზეთმა The Daily Telegraph-მა გამოაქვეყნა.
გამოცემის ხელთ არსებული მონაცემებით, შიდა თავდაცვის გეგმა, განსაზღვრას დიდ ბრიტანეთზე თავდასხმისას სამოქმედო სტრატეგიას. პირველად მსგავს დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება კიბერ თავდასხმის ვერსიაც.
ბრიტანელმა მინისტრებმა აპრილში ოფიციალურად პირველად უწოდეს რუსეთს საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის, წერს The Daily Telegraph. ლონდონში შიშობენ, რომ თავდასხმის შემთხვევაში ქვეყანა არ აღმოჩნდეს არასაკმარისად დაცული რუსეთისა და მისი მოკავშირეების თავდასხმისას. რასაც ბრიტანელი ექსპერტების ვარაუდით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი შესაძლოა მოჰყვეს, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი და დაარღვიოს ძირითადი სამსახურების მუშაობა.
The Daily Telegraph-ის თანახმად, განახლებული გეგმა ცივი ომისდროინდელ საიდუმლო დოსიეს მიხედვით შეიქმნება, რომელშიც გაწერილი იყო, როგორ უპასუხოს მთავრობამ ბირთვულ თავდასხმას. ასევე შეიცავდა პრემიერ-მინისტრისა და კაბინეტის ძირითადი წევრების ევაკუაციის გეგმებს. როგორც The Daily Telegraph-ი აღნიშნავს, ეს დოკუმენტიც საიდუმლოა და ნაკლებად მოსალოდნელია ოდესმე საჯაროდ გამოქვეყნდეს.