„ლიონის“ ყოფილი ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტი, რომელიც ახლა საუდის არაბეთის კლუბ „ნეომის“ ღირსებას იცავს, გიორგი მიქაუტაძეზე საუბრობს - ფრანგის თქმით, ქართველმა თავდამსხმელმა გუნდის ფინანსური მდგომარეობის გამო მიღებული გადაწყვეტილებით დიდი პასუხისმგებლობა იკისრა.
„ძალიან მაგარია, რაც გიორგიმ გააკეთა. კლუბის გადასარჩენად წასვლაზე დათანხმდა და მისმა ნაბიჯმა „ლიონს“ სერიოზულად შეუმსუბუქა მდგომარეობა. ვიმედოვნებ, რომ „ვილიარეალში“ წარმატებებს მიაღწევს და მომავალში „ლიონში“ დაბრუნებასაც შეძლებს,“ – განაცხადა ლაკაზეტმა „ეკიპთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალმა“ მიქაუტაძის ტრანსფერი 31+5 მილიონ ევროდ გააფორმა, რაც ესპანური კლუბის ახალი სატრანსფერო რეკორდია.