„ლიონთან მატჩს თავიდან ვუყურე და საინტერესო რამ აღმოვაჩინე“ – რას ამბობს კვარაცხელიას მწვრთნელი?

2 months ago 27

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში პსჟ სტუმრად ლიონს დაუპირისპირდა და უხვგოლიან მატჩში 2:3 დაამარცხა.

ლუის ენრიკე თავისი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი იყო და ეს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც აღნიშნა.

დღევანდელ საუბარში კი ენრიკემ საინტერესო ფაქტს გაუსვა ხაზი.

„ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ დღითიდღე ვვითარდებით და ჩვენი თამაშის ხარისხი გაუმჯობესების პროცესშია.

მაგალითად, ლიონთან მატჩს თავიდან ვუყურე და საინტერესო რამ აღმოვაჩინე – მთელ თამაშში მხოლოდ 5 წუთი იყო ისეთი, სადაც შედარებით ავირიეთ.

დანარჩენ დროს კი მოედანზე ბრწყინვალე ფეხბურთს ვთამაშობდით და დავალებას იდეალურად ვასრულებდით”, – განაცხადა ენრიკემ.

სრულად წაკითხვა