ლივერპული ბრედლი ბარკოლას ფრთაზე კვლავ გააქტიურდა და პსჟ-ს წინადადებითაც მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
როგორც ირკვევა, ტრანსფერზე უარს თვით ალ ხელაიფი ამბობს, რომელიც ბრედლის ვარსკვლავად განიხილავს და მისი გაშვება არ უნდა.
ზოგადად, ლივერპულის ამჟამინდელი პრიორიტეტი ალექსანდრ ისაკია, თუმცა ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში გუნდი ბარკოლაზეც არ იტყოდა უარს.
ნებისმიერ შემთხვევაში ლივერპულს ბარკოლას დავიწყება მოუწევს, რადგან ხელაიფი ფეხბურთელს უბრალოდ არ გაუშვებს.