
ლიეტუველ უფლებადამცველს, რეგინა ეგოროვა-ასკეროვას, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, 20 მარტს, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს.
ეგოროვა-ასკეროვა შვედური ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია Kvinna till Kvinna (ქალები ქალებისთვის) რეგიონური დირექტორია სამხრეთ კავკასიაში. ის საქართველოს მუდმივი მაცხოვრებელია. მისი ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილიც საქართველოში ცხოვრობენ.
თავის ფეისბუქის პოსტში ეგოროვა-ასკეროვა წერს, რომ მას უარის მიზეზი არ განუმარტეს. დოკუმენტში, რომელიც მას გადაეცა, ნათქვამია, რომ ის არ აკმაყოფილებს „საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“ – მიზეზი, რომელიც წარსულში სხვადასხვა შემთხვევებში გამოიყენებოდა, როდესაც აქტივისტებს, უფლებადამცველებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზით, საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებოდნენ. „ეს ნათლად ასახავს, თუ სად იმყოფება დღეს ქვეყანა“, – წერს ეგოროვა-ასკეროვა.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/10/2024 – ჩეხი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
- 17/09/2024 – სომეხი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
- 16/09/2024 – ბელარუს ჟურნალისტს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და დეპორტაცია ემუქრება
- 14/11/2023 – ენმ-ს ბრიტანელი მრჩეველი საქართველოში არ შემოუშვეს
- 02/06/2023 – კრემლის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რუსი პუბლიცისტი საქართველოში არ შემოუშვეს
- 31/01/2022 – საქართველოს მთავრობამ რუსი ოპოზიციონერი ქვეყანაში არ შემოუშვა
- 27/10/2021 – უკრაინელი ჟურნალისტები და ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს
This post is also available in: English (ინგლისური)
Read Next
11/03/2025 - 11:12
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ მას ოპოზიციის დადანაშაულებას აიძულებდნენ
04/03/2025 - 10:25
ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ქართველ ოფიციალურ პირებს დამატებით სანქციებს უწესებენ
27/02/2025 - 17:33
შსს ისრაელის კომპანიისგან მოწინავე მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენას გეგმავს
21/02/2025 - 13:04
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორი დააკავა
10/02/2025 - 15:48
საია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შსს-ს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენების პრაქტიკის შესწავლისკენ მოუწოდებს
03/02/2025 - 16:00