"ლიგის ფინალი ნაპოლის წინააღმდეგ?" - რა თქვა კვარამ ყოფილი გუნდის შესახებ

2 weeks ago 16

ატალანტასთან მოპოვებული გამარჯვებისა და გატანილი გოლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რის შემდეგაც კვარას ტრადიციული მოკლე ინტერვიუ ჩამოართვეს.

ინტერვიუერმა ქართველს ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და ყოფილი კლუბის შესახებ ჰკითხა:

რას ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ნაპოლის წინააღმდეგ? - არ ვიცი, რადგან ტურნირზე ძალიან ბევრი ძლიერი გუნდია. მთავარი ისაა, რომ ტიტულის მოგება ისევ გვინდა, მოხდენით კი ყველაფრის მოხდენაა შესაძლებელი.

- თქვა კვარამ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ისგან განსხვავებით, ნაპოლიმ ლიგის ახალი სეზონი მანჩესტერ სიტისთან მარცხით დაიწყო.

სრულად წაკითხვა