ლიბერთი ბიზნესისთვის – „ბიზნეს დიალოგი 2025“ გრძელდება

4 days ago 4

ლიბერთი ბიზნესისთვის - „ბიზნეს დიალოგი 2025“ გრძელდებალიბერთის ინიციატივა – „ბიზნეს დიალოგი“ უკვე მეხუთე წელია, რაც ხორციელდება და წარმოადგენს ადგილობრივ ბიზნესებთან შეხვედრების სერიას საქართველოს ყველა კუთხეში. ასეთი შეხვედრების მიზანია, უშუალო კავშირი ლიბერთის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან.

დიალოგის ფორმატი კარგი პლატფორმაა იმ მიზნით, რომ რეგიონში დასაქმებულმა მეწარმეებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და აგრო და ბიზნეს კომპანიების ფინანსური საჭიროებების შესახებ იმსჯელონ ბანკის წარმომადგენლებთან.

რეგიონებში გამართული შეხვედრების მონაწილეები ლიბერთი ბანკის შესაძლებლობებსა და ასევე მომავალში დაგეგმილ მასშტაბურ  პროექტებს ეცნობიან, რომლებიც მთელი წლის მანძილზე პარტნიორებთან ერთად განხორციელდება.

ინტერვიუ „ლიბერთის“ მიკრო და მცირე დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, ხათუნა ჭელიძესთან.

_ რას წარმოადგენს ბიზნეს დიალოგი და რა არის მისი მთავარი მიზანი?

_ ლიბერთისთვის ბიზნეს დიალოგი არის პლთფორმა, სადაც ვხვდებით და ვესაუბრებით ჩვენს არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს, ეს არ არის მხოლოდ საუბარი დაფინანსებაზე — ეს არის რეალური პარტნიორობა და მზაობა, რომ ლიბერთი იქნება თანამგზავრი და მხარდამჭერი, მათი ბიზნესის განვითარების გზაზე

_ ამ ინიციატივის ფარგლებში, რომელ რეგიონებს ხვდებით და როგორია მათი ჩართულობა?

_ დიალოგის ფარგლებში,  ვხვდებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ყველა რეგიონში. შეხვედრები ძალიან ინტერაქტიულია და მაღალია მეწარმეების ჩართულობა.

_ რა ძირითადი საჭიროებები გამოიკვეთა შეხვედებისას? რას ელიან მეწარმეები?

_ პირველი ეს არის, მხარდაჭერა ფინანსურ გადაწყვეტილებებში.  მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანური მიდგომა – მეწარმეს სურს, რომ ბანკი უბრალოდ ფორმალური არ იყოს, არამედ გვერდით მდგომი პარტნიორი. და ასევე, ამ შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ინფორმირებულობა სახელმწიფო პროგრამებზე და პროექტებზე.

პარტნიორები, როგორებიც არიან „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტო – როგორ ერთვებიან პროცესში და რა ტიპის მხარდაჭერას სთავაზობენ მეწარმეებს?

ეს ნიშნავს, რომ შეხვედრის დროს მეწარმემ შეიძლება ერთ სივრცეში მიიღოს:

თანადაფინანსების ინფორმაცია,

სუბსიდირებული სესხის პირობები

და კონკრეტული დახმარება ბანკიდან.

_ როგორ აფასებთ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივებს და რაში ხედავთ ყველაზე დიდ პოტენციალს?

_ მცირე და საშუალო ბიზნესს, რეგიონებში დიდი პოტენციალი აქვს და სამომავლო განვითარებისთვის, ძალიან სჭირდებათ ფინანსური სექტორის მხარდაჭერა. ეს თავის თავში მოიცავს, როგორც ფინანსურ რესურსებთან წვდომას, ისე კონსულტაციებს და რჩევებს, რა შეიძლება მოითხოვონ და მიიღონ ჩვენგან.  განსაკუთრებით დიდი პოტენციალი არის ფერმერული და აგრო მეურნეობების და საოჯახო ტურიზმის მიმართულებით

_ გრძელვადიანად, რას გეგმავთ „ბიზნეს დიალოგის“ ფარგლებში – იგეგმება თუ არა პროგრამის გაფართოება, ან ახალი ფორმატის დამატება?

_ ზუსტად ახლა ვმუშაობთ ბიზნეს დიალოგის გაფართოებაზე. პირველ რიგში, გავდივართ სექტორულ დიალოგებს (მაგ. აგრო, ტექნოლოგიები, მეწარმეობა),

ციფრული პლატფორმის შექმნას.

და იმედი გვაქვს, რომ მალე დიალოგს ექნება საგანმანათლებლო კომპონენტიც — რჩევების, გიდებისა და სემინარების სახით.“

_ რა მოლოდინი გაქვთ ამ შეხვედრების შედეგად? კონკრეტული წარმატების ისტორიები გაქვთ ალბათ უკვე. მაგალითად

_  კიდევ უფრო დაახლოება, ჩვენს მიზნობრივ სეგმენტთან;

მომხმარებლების საჭიროებების დეტალურად შესწავლა;

მათი წარმატების ისტორიის შექმნა, ლიბერთისთან ერთად.

სრულად წაკითხვა