„ლელოს“ საარჩევნო ღონისძიების მონაწილეებს კვერცხები ესროლეს

1 week ago 11

დღეს საღამოს, 25 სექტემბერს თბილისში, ნაძალადევში, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე ირაკლი კუპრაძის გამოსვლის დროს უცნობმა პირებმა კვერცხები ესროლეს.

ინციდენტი დაახლოებით საღამოს ათი საათისთვის მოხდა - მალევე ღონისძიების დაწყებიდან.

პარტიის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე საარჩევნო პროგრამაზე საუბრობდა, როდესაც ამ დროისთვის უცხო პირებმა მონაწილეებსა და დამსწრეებს კვერცხები დაუშინეს.

„ტიტუშკები გვეწვივნენ და კვერცხებს გვესვრიან“, - თქვა კუპრაძემ და გაიცინა. - „არა უშავს“.

„სამწუხაროა. მე გიხდით ბოდიშს ამ მოვლენის გამო. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ „ტიტუშკები“ ჰყავს გარშემო“, - განაცხადა მან.

„ასეთი სასაცილო მცდელობებით ვერაფერს გააკეთებენ. დედისტოლა ადამიანებს ესვრიან კვერცხებს ჩირგვებიდან, იმ ნანგრევებიდან, სადაც ახლა სკოლა უნდა იდგეს“, - თქვა კუპრაძემ.

„ამ ადამიანებს [„ოცნების“ ლიდერებს“] არანაირი კავშირი არ აქვთ არც ადამიანობასთან, არც ქართველობასთან, არც ქალობასთან და არც კაცობასთან“, - განაცხადა მან.

ორიოდე წუთში ღონისძიება აპლოდისმენტების ფონზე გაგრძელდა.

მოგვიანებით პარტიამ ფეისბუკზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც „ქართული ოცნების“ ლურჯი ფერის ფონზე გატეხილი კვერცხია გამოსახული და აწერია: „ლაყე კვერცხების პარტია“.

სრულად წაკითხვა