ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი კაჭკაჭიშვილის ადვოკატი პირველ კომენტარს აკეთებს

1 day ago 5

1

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი კაჭკაჭიშვილის ადვოკატი პირველ კომენტარს აკეთებს.

შოთა მანელიძე  ამბობს, რომ ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ის ამ ეტაპზე თავს იკავებს პოზიციის გაჟღერებისგან.

უფლებადამცველის თქმით, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც კაჭკაჭიშვილის ბრალეულობას დაადასტურებს.

გიორგი კაჭკაჭიშვილი, რომელსაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვას ეეავებიან, არ საუბრობს აკავშირებდა თუ არა მკვლელობის დამკვეთებად დასახელებულ ძმებ მიქაძეებთან ან დანარჩენ დაკავებულებთან ნაცნობობა.

ადვოკატი აბობს, რომ ბრალდების მხარე, “მოვლენებს წინ უსწრებს”:

ბრალდებასთან მიმართებაში კონკრეტულ პოზიციას ვერ აყალიბებს იმიტომ, რომ სტრესშია – მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას დღეის მდგომარეობით არ იძლევა.

ძალიან ყურადღებით გავეცანი პროკურატურის პოზიციას და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მოვლენებს, ვითარებას და გარემოებებს, ბრალდების მხარე ძალიან უსწრებს წინ. ამის არაერთი მიზეზი შეძლება არსებობდეს, თუმცა მისი დასახელებისგან თავს შევიკავებ. მაშინ როცა ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში, არსებობს კონკრეტული სტანდარტი, რომელსაც სავალდებულოდ ყველა მხარე, ამ შემთხვევაში როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარე უნდა დაემორჩილოს, რბილად რომ ვთქვა, გასცდა იმ მინიმალურ სტანდარტს, რასაც დასაბუთებული ვარაუდი ქვია.

ვისთან, რა დამოკიდებულება გააჩნდა, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ თბილისი, რომელიც არცთუ ისე დიდი ქალაქია, ერთი თაობის ახალგაზრდებს ხშირად აქვთ. გარკვეულ პირებთან ნაცნობობა რომც ჰქონოდა, ამაში განსაკუთრებულს არაფერს ვხედავ. [ძმებ მიქაძეებთან ნაცნობობა] ამაზე ტავს შევიკავებ”- თქვა ადვოკატმა.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ძმებ მიქაძეებს და კიდევ 3 პირს ბრალდება გუშინ წარედგინათ, სასამართლო პროცესი, წესით დღეს უნდა გაიმართოს.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 3 პირი – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე 12 აგვისტოს დააკავეს.

ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა ედებათ ბრალად.

საქმის მასალების თანახმად, ძმები მიქაძეები ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლევან ჯანგველაძესთან რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს.

წყარო: ტვ პირველი

სრულად წაკითხვა