ლევან ხაბეიშვილს 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

5 hours ago 4

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილს, 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების დღის აქციამდე კვირებითა და თვეებით ადრე გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა „საბოტაჟისა“ და ხელისუფლების დამხობის მოწოდებისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განაჩენი 21 მაისის სასამართლო სხდომაზე გამოიტანა, მას შემდეგ, რაც ბოლო წუთს ერთ-ერთი ბრალდება გადააკვალიფიცირა.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის დროს „მშვიდობიანი რევოლუციისკენ“ მოუწოდებდა, 11 სექტემბერს დააკავეს და მოგვიანებით ქრთამის დაპირებისა და ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალი წაუყენეს.

პროკურატურამ ბრალდების საფუძვლად მისი საჯარო განცხადებები დაასახელა, რომლებშიც ხაბეიშვილი 200 000 აშშ დოლარს ჰპირდებოდა პოლიციელებს, რომლებიც 4 ოქტომბრის დაგეგმილი აქციის დროს დემონსტრანტებს დაუჭერდნენ მხარს და ინფორმატორების როლს შეასრულებდნენ.

„პუბლიკას“ ინფორმაციით,  ხაბეიშვილს პროკურატურა უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირებას ედავებოდა, თუმცა მოსამართლემ მუხლი გადააკვალიფიცირა საბოტაჟის მუხლით.

ხაბეიშვილმა 20 მაისის სასამართლო სხდომაზე ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ საქმე მხოლოდ მის საჯარო განცხადებებს ეფუძნებოდა.

„საქმეში ჩემი საჯარო განცხადებების გარდა არაფერი დევს“, – განუცხადა ხაბეიშვილმა სასამართლოს. „ამ საქმეში არ არის დაზარალებული, არ არის ობიექტი, არ არის ობიექტი, ვისაც გადავცემდი, არ არსებობს სიკეთე რომელსაც მივიღებდი“.

მან განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები რაიმე ფარული ან უკანონო ქმედების შესახებ მისი საჯარო განცხადებების გარდა და დასძინა, რომ „აღქმების გამო პოლიტიკოსი უნდა იყოს ციხეში“.

მოსამართლე ხუსკივაძემ იმავე საქმეზე 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთ წევრს, მურთაზ ზოდელავას. ბრალდების მხარე ზოდელავას გამოძიებისთვის ხელის შეშლას და საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების დამალვას ედავება. ზოდელავა უკვე იხდის შვიდწლიან სასჯელს ათონელის საპრეზიდენტო სასახლის მახლობლად 4 ოქტომბერს მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა