წყალტუბოს "სამგურალის" ბრაზილიელი თავკაცი, ტიაგო გომესი, "დინამო თბილისის" წინააღმდეგ ნაჩვენები თამაშის შემდეგ, მატჩზე საუბრობს:
"დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ.
ჩვენმა მოთამაშეებმა ამ კვირაში ბევრი იშრომეს. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა და ამისთვის ვემზადებოდით.
ტაქტიკური სქემა შევცვალე. "დინამოს” წინააღმდეგ 3-4-3 სქემით ვითამაშეთ. ჩვენი მიზანი, შეტევის დროს ფლანგებისა და სტანდარტული მდგომარეობების კარგად გამოყენება იყო. დღეს დაცვიდან შეტევაში სწრაფი გადასვლები მნიშვნელოვანი იყო.
თბილისის ,,დინამო” შესანიშნავი გუნდია, შემტევ ფეხბურთს თამაშობს და მინდოდა მათ უკანა ხაზში არსებული სივრცეები ჩვენს სასარგებლოდ გამოგვეყენებინა.
დავწინაურდით კიდევაც და გამარჯვებაც შეგვეძლო. ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ.
მიხარია, რომ ახალი ლეგიონერები გუნდს კარგად შეეწყვნენ. ველისონი და რაიანი "სამგურალში” მეგობრულად მიიღეს, რამაც მათ ადაპტაცია გაუადვილათ.
დარწმუნებული ვარ ისინი კიდევ მოუმატებენ. იგივეს ვიტყოდი მთლიანად გუნდზე. ვეცდებით, ყოველი მომდევნო მატჩი უკეთესი იყოს!”
- ამბობს სამხრეთ-ამერიკელი სპეციალისტი.